გასვლითი გაკვეთილები და ექსკურსიები
28.01.2023 წელს ხაგხორციელდა მე-5-4 კლასის გასვლითი გაკვეთილი თბილისის ციფრულ სივრცეში. თემა - გალაქტიკა. პროგრამაში დამატებით შევიდა ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი". მოკლე ჩანაწერი იხილეთ მითითებულ ბმულზე. https://fb.watch/ikKP6SmebK/
20.11.2022 წელს განხორციელდა ექსკურსია-დიმიტრი შევარდნაძის მუზეუმში. სადაც მოსწავლეები გაეცნობიდნენ: ნიკო ფირომანის ნამუშევრებს. მუზეუში წასვლამდე კონსულტაცია გავიარე ჩემს კლასში შემსვლელ ხელოვნების მასწავლებელთან ქალბატონ ლალი წითლანაძესთან. აღმოჩნდა, რომ პროგრამით უკვე გადიოდნენ ამ მხატვრებს და კარგი იქნებოდა თუ ერთად დავგეგმავდით ამ ექსკურსიას. ექსკურსიის მიზანი იყო: მოსწავლეებს მუზეუმში ეხილათ მხატვრების უნიკალური ფოტომასალები, გაცნობოდნენ ფიროსმანის თანამედროვე თბილისს, იმ ქუჩებს სადაც მხატვარი ხშირად დადიოდა და სცენარს, რომელსაც ხატავდა. ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების გადაცემასთან ერთად, მოსწავლეები გაეცნენ ხელოვნების მნიშვნელობას, თუ როგორ შეიძლება წარმართოს მან ადამიანის ცხოვრება, რომ გენიოსების მიერ აღქმული და გადმოცემული სამყაროს გააზრებას მივყავართ სრულყოფილებამდე. ამ ყველაფერს კი ხელოვნება ემსახურება.
14.10.2022 წელს განხორციელდა ექსკურსია-ექსპერიმენტორიუმის მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები და მონაწილეობა მიიღეს აზოტის შოუს მსვლელობაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Этот комментарий был удален администратором блога.
ОтветитьУдалить