სადამრიგებლო კლასში განხორციელებული აქტივობები

2022 წელს გავხდი მე-5 კლასის დამრიგებელი. სასწავლო წლის დაწყებიდანვე შევუდექი აქტიურ მუშაობას. მოსწავლეებთათნ ერთად შევიმუშავე ქცევის წესები და დავგეგმეთ აქტივობები, რომლებსაც განვახორციელებდით მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. მიმდინარე სასწავლო წელს დაწყებისთანავე გავეცანი ,,დემოკრატიული სწავლების" მეთოდებს და დავიწყე მათი განხორციელება ,,კლასის საათზე". აღნიშნული მეთოდები დამეხმარა საკუთარ კლასთან მუშაობაში და ჩემი სადამრიგებლო პროგრამა უფრო დახვეწილი და სრულფასოვანი გახდა. გიზიარებთ მუშაობის პროცესის დროს გადაღებულ ფოტოებს.(ფოტოებს ვდებ მშობლების ნებართვით) ------------------------------------------------------------------------ კლასის საათი N1 პირველ შეხვედრაზე დისკუსიის სახით ვისაუბრეთ ბულინგის გამოვლენის სხვადასხვა ფორმებზე. მეორე შეხვედრაზე კი თემად ავირჩიეთ ,,ადამიანის უფლებები". შემთხვევითობის პრინციპით გადავანაწილე ჯგუფები და მივეცი ინსტრუქცია, დაეხატათ ლამაზი ხე რომელსაც დაარქმევდნენ ,,ადამიანის უფლებებს". ხის გარკვეულ ვარჯზე უნდა დაეწერათ ის ცნებები რომელიც მოიცავდა მათი აზრით ადამიანის უფლებებს. თითოეულ ცნებას კი აუცილებლად უნდა ქონოდა განმარტება.
კლასის საათი N2 თემა: ,,კარგი მეგობარი". პირველ ეტაპზე დისკუსიით სახით ვიმსჯელეთ თუ როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი და როგორი მეგობრები არიან თავად. შემდეგ განვახორციელეთ აქტივობა - ,,ჩხირების მეთოდი". მიზანი: მოსწავლე მიეჩვიოს გუნდურ მუშაობას და გააცნობიეროს მეგობრობის ძალა. აქტივობის აღწერა: მოსწავლეები იყოფიან წყვილებად, ეძლევათ ჩხირები და ორივე იდებს საჩვენებელ თითზე. წყვილმა ისე უნდა მიიტანონ დანიშნულების ადგილზე ჩხირები, რომ არ უნდა ჩამოუვარდეთ. თუ ჩამოუვარდათ ისინი ბრუნდებიან და ისევ იწყებენ თავიდან.
კლასის საათი N3 მეთოდი - ,, ღია წრე" აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა - ბულინგის პრევენციის გამჭოლ კომპეტენციის განვითარებას. აქტივობის სარგებელი: - აუმჯობესებს საკლასო კლიმატს; - ეხმარება მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. განსახილველი თემა - განსხვავების დაფასება.
კლასის საათი N4 მეთოდი: „ბრაზის თერმომეტრი“ მეთოდის აღწერა: „ბრაზის თერმომეტრი“ სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი სახალისო აქტივობაა. ამ აქტივობის შედეგად, მოსწავლეები სწავლობენ, რომ გაბრაზება ბუნებრივი მოვლენაა,რომ ყველა შეიძლება გაბრაზდეს სხვადასხვა მიზეზის გამო: სხვადასხვა სიტუაციაში ბრაზის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს,როგორც წყლის ტემპერატურა იმატებს ნელ-ნელა, სანამ ადუღდება. აქტივობის მიზანი: ბავშვებმა განიხილონ ბრაზის წარმოშობის ზოგადი მიზეზები, რომლებიც შესაძლოა განსხვავებული იყოს ცალკეული ადამიანისთვის, დაფიქრდნენ, რა არის ხშირად მათთვის ბრაზის გამომწვევი მიზეზი და როგორ არის შესაძლებელი მისი კონტროლი. ასევე, დაფიქრდნენ ბრაზის გამოხატვის დადებით და უარყოფით შედეგებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий